საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
პროექტის თემა -„ წილადები ყოველდღიურ ცხოვრებაში“
1.პროექტის აქტუალობა -
წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროექტი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას, ეფუძნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს და შეესაბამება საგნობრივ სტანდარტს.
პროექტი ძირითადად აგებულია მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებაზე . .
მათემატიკაში IV_V_VI კლასებში ისწავლება თემა: “წილადები“. წარმოდგენილი პროექტის თემატიკაც ეხება წილადების გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თუ გვინდა, რომ მოსწავლეს უნდოდეს და ჰქონდეს უნარი, აითვისოს მისი განვითარების დონის შესაბამისი სასწავლო მასალა, ასევე ჰქონდეს სწავლისადმი გამოკვეთილი ინტერესი ის უნდა გრძნობდეს ცოდნის შეზენის საჭიროებას. სწავლებისადმი ინტერესი შეიძლება დაკავშირებული იყოს მის მომავალ პროფესიასთან ან საქმიანობის იმ სახესთან, რომლის მიმართაც მოსწავლეს აქვს მიდრეკილებები, ამიტომ გადავწყვიტე სასწავლო პროექტის განხორციელებით მომეხდინა მოსწავლეთა ინფორმირება, სად და როგორ გამოიყენებენ მათემატიკაში ნასწავლ წილადებს.
ცხოვრებაში საგნობრივი ცოდნის ტრანსფერის პრინციპის მთავარი თავისებურეა ისაა, რომ მოსწავლეებმა გაიგონ თეორიული ცოდნის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, მის პრაქტიკულ საქმიანობაში, ასევე მათ შეეძლოთ ათვისებული ცოდნის გამოყენება იმ პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც წამოიჭრება მათ წინაშე.
პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს და აძლიერებს სწავლის პროცესს. მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ნამუშევრების გამოქვეყნებით, პრეზენტაციით, გამოფენით. აზროვნების უნარ-ჩვევების გამოყენება წარმოდგენილ პროექტზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია. სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები ეხმარება სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეებს შეასრულონ დავალება მათი შესაძლებლობებისა და ინტერესის მიხედვით.
2. პროექტის მიზნები -
·
წარმოდგენილი პროექტი ხელს უწყობს მათემატიკის საგნის სწავლების ძირითადი მიზნების მიღწევაში -
·
მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება;
·
დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება;
·
მათემატიკის, როგორც სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება;
·
მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
·
სწავლის შემდგომი ეტაპისათვის ან პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
·
ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
3. საგნობრივი სტანდარტები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი -
მათ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
·
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წილადის გამოსახულებაში უთითებს მის მთელ და წილად ნაწილებს, წილადის მრიცხველს და მნიშვნელს; იყენებს ამ ცოდნას წილადების შეფასების/შედარებისა და დალაგებისას;
·
გამოსახავს წილადს უკვეცი ფორმით; გამოსახავს წილადს სასრული ათწილადით შესაბამის შემთხვევაში.
მათ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.
·
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას; პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;
·
იყენებს რაციონალური რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს და არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებებს გამოთვლების გასამარტივებლად (მაგალითად, მათი ზეპირად შესრულებისას);
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების,
შენახვის და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
უნარ-ჩვევები
დამოკიდებულება
მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა დისციპლინებში, ბიზნესში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში;
პრობლემების გადაჭრა
პრობლემის გადაჭრისას ადეკვატური დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შერჩევა და მათი გამოყენება.
მოდელირება
ჩვეულ გარემოში (ყოველდღიურ ცხოვრებაში) მათემატიკური ობიექტებისა და პროცესების შემჩნევა და მათი თვისებების გამოყენება მოდელის აგებისას, პრაქტიკული (ყოფითი) ამოცანების გადაჭრისას;
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
4. პროექტის ამოცანები - მოსწავლეებმა:
როგორც ,,ექსპერტებმა“ გამოიყენონ კვლევის უნარ-ჩვევები სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიების, მათი სამუშაოს წილადურ რიცხვებთან დაკავშირების, შეგროვილი მასალის რანჟირების, დამუშავების და დამაჯერებელი ზეპირი პრეზენტაციების გაკეთებისას.
დაეუფლონ ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას სხვადასხვა სპეციალობის ადანიანთა საქმიანობაზე , ზეპირი პრეზენტაციებისათვის ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად.
მოიგონონ და ამოხსნან სიტუაციური ამოცანები წილადების გამოყენებით. ამოხსნილი ამოცანების შედეგების ანალიზის და შეფასების საფუძველზე გააკეთონ დასკვნა სხვადასხვა პროფესიებში წილადების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.- „ სიზუზტე მართლაც ასეთი მნიშვნელოვანია?“
მიეჩვიონ თანატოლებთან ერთობრივ თანამშრომლობას ჯგუფური მუშაობისას.
პროექტის მიმდინარეობის პროცესში შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს ( აწარმოებს დღიურს, აკეთებს თვითშეფასებას და ურთიერთ შეფასებას)
საგაზეთო სტატიების, ბუკლეტების მომზადებისას, რაც უზრუნველყოფს მოძიებული ინფორმაციის და ჩამოყალიბებული იდეების დემონსტრირებას.
5. პროექტის განხორციელების წინაპირობები -
საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების გამოცდილება;
წილადების ცოდნა; შეკრების, გამოკლების, გამრავლების და გაყოფის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
6. პროეტის ფარგლებში განსახორცილებელი აქტივობები -
1.აქტივობა - I სამუშაო შეხვედრა (მომზადების ეტაპი) - 15.10.2013წ
პირველ
შეხვედრაზე შევთავაზე პროექტის განხორციელების იდეა, ჩამოვწერეთ საპროექტო თემების ჩამონათვალი. მივეცი საშუალება თვითონ შეერჩიათ მათთვის საინტერესო თემა. თემის შერჩევის შემდეგ პროექტზე მუშაობა გონებრივი იერიშის გამოყენებით დავიწყე. დავსვი თემატური შეკითხვა - „როგორ ფიქრობთ წილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალებების შესრულება? გავეცანი მოსწავლეების პასუხებს და ვსთხოვე, კომენტარების სამუშაო რვეულში ჩანიშვნა.
2. აქტივობა -წინარე
ცოდნის,შემოწმება და ცოდნის გაღრმავება - „ ღია გაკვეთილი“ - 17.10.22013წ
პროექტზე მუშაობის პირველ კვირას ჩავატერეთ ღია გაკვეთილი მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმების და წილადების უკეთესად გაცნობის მიზნით. რომელზეც მოსწავლეებს მივეცი შესაძლებლობა პრაქტიკულ სიტუაციებში გამოიყენონ წილადები სხვადასხვა ამოცანების ამოსახსნელად. ყოველი აქტივობის შემდეგ, მოსწავლეებს შესაძლებლობა მივეცი გადაიღონ წილადებზე შესრულებული პრაქტიკული სავარჯიშოების ფოტოები, დავავალე გაამზადონ მუშაობის პროცესის ამსახველი მულტიმედიური პრეზენტაცია, რაც მომავალში პროექტის პრეზენტაციისას გამოადგებათ.
3.აქტივობა - შეფასების მონიტორინგის სტრატეგიების გაცნობა. შეფასების რუბრიკების , ჩეკლისტების, მოსწავლის დამხმარის გაცნობა- 18.10.2013
განვიხილეთ პროექტის მოთხოვნები. დავარიგე საპროექტო რუბრიკა, შევთანხმდით თითოეული დავალების შეფასების რუბრიკებზე. განვუმარტე მოსწავლეებს, რომ მოცემული რუბრიკების საშუალებით შევაფასებ მათ მუშაობას და მათემატიკური ცნებების ცოდნას. განვუმარტე, რომ პროექტზე მუშაობის გასამარტივებლად მათთვის გამზადებული მაქვს ჩეკლისტები- თითოეული აქტივობისათვის და ასევე საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ დახმარებით. შევთანხმდით თითოეულმა ჯგუფმა აწარმოოს პორტფოლიო.
4. აქტივობა - პროექტზე მუშაობის სცენარის გაცნობა - 21.10.2013წ
წილადების ცნების
და
პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობის გასაგებად, მოსწავლეები შეისწავლიან წილადების გამოყენებას სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში. მოიძიებენ ინტერნეტში ან საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებენ გამოკითხვას.
მომავალი შეხვედრისათვის დაევალათ წარმოადგინონ ესე თემაზე - „წილადების გამოყენება სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში„
შევახსენე თემატური შეკითხვა --
როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა წილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?
რამდენად ამარტივებს წილადების ცოდნა ცხოვრებას?
მოსწავლეებს ვთხოვე,
სამუშაო
დღიურში
ჩაწერონ
შეკითხვებზე პასუხები. პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე პერიოდულად შევაგროვებ დღიურებს მოსწავლეების მიერ წილადებზე მიღებული ცოდნის შესამოწმებლად.
მოსწავლეებს მივეცი შესაძლებლობა, დამოუკიდებლად აირჩიონ პროფესია, მოიფიქრონ სიტუაციური ამოცანა შერჩეულ პროფესიაზე, გაარკვიონ რამდენად მნიშვნელოვანია წილადები მოცემული პროფესიული საქმიანობისთვის და რა ზემოქმედებას ახდენს წილადების ცოდნა სამუშაოს ეფექტურად შესრულებაზე. გაამზადონ თვალსაჩინო მასალა - პრეზენტაცია (powerpoint-ში), ბროშურები , ბუკლეტები (ვორდის დოკუმენტი, იქსელის ცხრილები), ანიმოტოს ვიდეო ფაილები.
5.აქტივობა - ინფორმაციის შესწავლა და შეგროვება
მოსწავლეების მიერ პროფესიების შესწავლის დაწყებამდე, გავმართეთ დისკუსია მოცემულ საკითხზე ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზების შესახებ. მოსწავლეებს ვთხოვე,
განიხილონ ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა გზები და ინსტრუმენტები შეკითხვებზე შესაბამისი პასუხების გასაცემად.
მოსწავლეებს მივაწოდე ვებ-გვერდების მისამართები, შერჩეული პროფესიის შესახებ კვლევის განსახორციელებლად. აგრეთვე, ელექტრონული ნიმუში, ან Excel-ის სამუშაო ფურცელი ინფორმაციის მოგროვების და ჩაწერის მიზნით. სამუშაო ფურცელი მოსწავლეებს ეხმარება დაგეგმილი პრეზენტაციებისთვის სამუშაოს ორგანიზებაში.
6. აქტივობა - საინფორმაციო ბიულეტენის შექმნა და გამოცემა 25-27/10/2013წ
პროექტზე მუშაობის მეორე კვირას მოსწავლეები ჩავრთე აქტიურ პრაქტიკულ მუშაობაში წილადებზე. კვირის ბოლოს დავყავი მოსწავლეები ჯგუფებად და დავავალე თითოეულ ჯგუფს შეაჯამონ შერჩეული აქტივობა და მოამზადონ სტატია კლასის საინფორმაციო ბიულეტენში გამოსაქვეყნებლად. დავარიგეთ საინფორმაციო ბიულეტენის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი სამუშაო პროცესში დასახმარებლად. მივუთითე მოსწავლეებს შექმნან კლასის საინფორმაციო ბიულეტენი (ვაჩვენე ნიმუში) ნიმუშის მსგავსად. დაბეჭდონ ბიულეტენი და გაუგზავნონ მშობლებს.
7.აქტივობა - მოსამზადებელი პრეზენტაციების თემატიკის განსაზღვრა, პრეზენტაციების შეფასების ჩეკლისტების გაცნობა 29. 10. 2013წ
მოსწავლეებს შევახსენე, რომ მომზადებული პრეზენტაციები შემდეგ თემატურ შეკითხვებზე უნდა პასუხობდნენ:
·
წილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალების შესრულება?
·
როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა წილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?
·
რამდენად ამარტივებს წილადების ცოდნა ცხოვრებას?
პრეზენტაცია ზოგად შეკითხვაზე პასუხსაც უნდა წარმოადგენდეს - სიზუსტე მართლაც ამდენად მნიშვნელოვანია? დავეხმარე მოსწავლეებს გაავლონ პარალელები და გააკეთონ დასკვნები.
მოსწავლეების მიერ შესასწავლ პროფესიასა და საკუთარ ცხოვრებისეულ რეალობასთან პარალელების გავლების შემდეგ მოსწავლეებს მიუთითოთ მოიფიქრონ წილადებზე დაფუძნებული ერთი პრაქტიკული ამოცანა და მოახდინონ არსებული კავშირების დემონსტრირება. მოსწავლეები წარმოადგენენ პრაქტიკულ ამოცანას და ამოხსნის დეტალურ ანგარიშს. თითოეული მოსწავლის მიერ ამოცანის ამოხსნის დეტალური გზის წარმოდგენისას, მოსწავლე უპასუხებს შემდეგ შინაარსობრივ შეკითხვებს:
·
რა არის
წილადი?
·
როგორ მივუმატოთ, გამოვაკლოთ, გავამრავლოთ და გავყოთ წილადები?
·
რა განსხვავება მრიცხველს და მნიშვნელს შორის?
·
როგორ აქცევთ
შერეულ
წილადს არაწესიერ წილადად?
საჭიროებისამებრ, დავეხმარე მოსწავლეებს ამოცანების შედგენასა და დასკვნების გაკეთებაში.
8. აქტივობა - მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების მომზადება 01-03 ნოემბერი
კვლევის
ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია და შეადგინეს წილადების პრაქტიკული გამოყენების შესახებ ამოცანები. დავურიგე მოსწავლეებს საპრეზენტაციო ფორმა, ფასილიტაციის ნიმუში და მივუთითე, მულტიმედიურ პრეზენტაციებზე მუშაობა დაიწყონ. პირველად, მოსწავლეები დაგეგმავენ საკუთარი პრეზენტაციის ვიზუალურ მხარეს ფაქტების დაფის გამოყენებით. თითოეული მოთხრობის დაფა საჭიროა მოიცავდეს სლაიდის სათაურს და ძირითადი საკითხების ჩამონათვალს.
9. აქტივობა - ზეპირი
პრეზენტაციების ჩატარება 03-04 ნოემბერი
პრეზენტაციებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დავყავით ჯგუფი წყვილებად. წყვილებში მოსწავლეები დაეხმარებიან ერთმანეთს პრეზენტაციების ზეპირად წარმოდგენის მომზადების პროცესში, მკვლევარის და ექსპერტის როლების შესრულების გზით. განსაზღვრეთ შესაბამისი დროის მონაკვეთი, მოსწავლეების მიერ შეკითხვების შესადგენად და პრეზენტაციებისთვის მოსამზადებლად. ბოლო დღე დავუთმეთ მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენას. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, განვიხილეთ შევსებული ცხრილები და გავაკეთეთ დასკვნები წილადების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. წინასწარ შემუშავებული რუბრუკების გამოყენებით მოვახდინეთ შეფასებები.
7. პროექტში მონაწილეეების ასაკი -
12წელი, კლასი - მე-6კლ
8. პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია -
პროექტზე მუშაობის საწყის ეტაპზე, მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ და შევათანხმედ პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიები. გადავწყვიტეთ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა გადანაწილებულიყო მასწავლებელსა ჯგუფების მიერ შერჩეულ ლიდერებზე.
პროექტის განხორციელების ფარგლებში გამოვიყენე შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები:
შეფასების მეთოდი
|
მიზანი
|
როდის
გამოვიყენე
|
შეფასდა
|
პროექტის დაგეგმვამდე ჩატარებულ გაკვეთილზე მოსწავლეების ნამუშევრის შემოწმება
|
მოსწავლეების ნამუშევრის შემოწმება აჩვენებს, თუ რამდენად გაიგო მან საკითხი, რა სასწავლო მოლოდინები აქვს მას და იძლევა შესაძლებლობას, რომ ხარისხიანად შეფასდეს უკვე ნასწავლი მასალა, ასევე კარგად დაიგეგმოს მომავალი სწავლების ეფექტური პრაქტიკა.
|
პროექტის დაგეგმვამდე გადავხედე მოსწავლეების ნამუშევრებს და დავსვი კითხვა: რა უნარებს, ცოდნასა და გაგებას აჩვენებს მოსწავლეები? არის თუ
არა
მაგალითები ან ტენდენციები, რომლებზეც უნდა მოვახდინო ფოკუსირება?
|
კონკრეტული მოსწავლის ნამუშევრები,
ტესტების შედეგები
|
მოსწავლეები აგენერირებენ საკითხთან დაკავშირებულ განმარტებებსა და იდეებს და ქმნიან შემოქმედებით კავშირს ცოდნასა და ახალ შესაძლებლობებს შორის.
|
გამოვიყენე პროექტის დასაწყისში, საკლასო დისკუსიების დროს.
|
თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი - დაფაზე
|
|
შეფასების მეთოდები
|
მიზანი
|
როდის
გამოვიყენე
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტი
|
დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანიშვნები ხელს უწყობს სწავლების დაგეგმვას და თვალსაჩინოებას სძენს საბოლოო შეფასებებს.
|
გამოვიყენე ჯგუფური მუშაობისას.
|
ჩანიშვნები (doc)
ჩეკლისტები (doc)
|
|
დღიური წარმოადგენს მოკლე რეგულარულ განახლებებს პროექტის წიგნაკში, ჟურნალში ან მოკლე ფორმაში, რომელიც გამოიყენება სტრუქტურულ მინიშნებებთან ერთად.
|
განვიხილეთ პროგრესის შემოწმების დროს შეხვედრებზე და პროექტის პრეზენტაციისას
|
ფორმები (doc)
მინიშნებები
|
|
შესრულება :
არის დემონტრირებები და ღონისძიებები, რომლებსაც მოსწავლეები აწყობენ და ასრულებენ სწავლის მიზნით.
|
პროექტის მსვლელობისას და დასასრულს
|
||
პორტფოლიო შესაძლებლობას იძლევა, რომ შევაფასოთ მოსწავლის პროგრესი, პროცესი და მოქმედებები დროის მანძილზე.
|
პროექტის ბოლოს დაგროვებული ნამუშევარი.
|
ჩეკლისტები
(doc)
|
9. პროექტის განხორცილების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები - ისევე როგორც ნებისმიერ სასწავლო პროცესის დროს, პროექტის განხორციელების დროსაც შესაძლებელის თავი იჩიონოს რისკ ფაქტორებმა და ხარვეზებმა.
·
რამდენად შეესაბამება საპროექტო თემატიკა მოსწავლეთა ინტერესის სფეროს;
საპროექტო თემის შერჩევაში აქტიურად ჩავრთე მოსწავლეები, შევთავაზე რამდენიმე თემატიკა და შევარჩიეთ მათთვის საინტერესო
·
აქვთ თუ არა მოსწავლეებს პროექტის განხორციელებისათვის საკმარისი უნარ-ჩვევები;
წინასწარ გავაცანი პროექტის მოთხოვნები და შევთანხმდით რომ ყველაფერი დაძლევადია
·
არის თუ არა სასწავლო გარემო ხელსაყრელი, ყველანაირი აქტივობის განსახორციელებლად;
·
შესაძლებელია თუ არა თითოეული აქტივობის განხორციელების პროცესში მიმდინარეობდეს მონიტორინგი;
წინასწარ შევათანხმეთ მონიტორინგის სტრატეგიები
·
თითოეული აქტივობის შედეგი არის თუ არა გაზომვადი;
თითოეული აქტივობისათვის შევქმენით შეფასების რუბრიკა
·
შეფასების რუბრიკრბი არის თუ არა მორგებული თითოეულ სამუშაოზე და თითოეულ მოსწავლეზე
·
რამდენად კარგად არის გაწერილი სამუშაო დრო
10. მოსალოდნელ შედეგები -
პროექტის ფარგლებში მოხდება შესწავლილი მასალის გამეორება და შეძენილი ცოდნის განმტკიცება. 21-ე საუკუნის მაღალი სააზროვნო უნარების განმტკიცება.
მოსწავლეები დაუკავშირებენ შეძენილ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებას და გაარკვევენ:
·
რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე ადამიანის ცხოვრებაში?
·
წილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალების შესრულება?
·
რაში ვიყენებთ წილადებს?
·
როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა წილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?
·
რამდენად ამარტივებს წილადების ცოდნა ცხოვრებას?
მოსწავლეები შეძლებენ:
·
როგორც ,,ექსპერტებმა“ გამოიყენონ კვლევის უნარ-ჩვევები სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიების, მათი სამუშაოს წილადურ რიცხვებთან დაკავშირების, შეგროვილი მასალის რანჟირების, დამუშავების და დამაჯერებელი ზეპირი პრეზენტაციების გაკეთებისას.
·
სხვადასხვა სპეციალობის ადანიანთა საქმიანობაზე მულტიმედიური პრეზენტაციების მომზადებას. ზეპირი პრეზენტაციებისათვის ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად.
·
მოიგონონ და ამოხსნან სიტუაციური ამოცანები წილადების გამოყენებით. ამოხსნილი ამოცანების შედეგების ანალიზის და შეფასების საფუძველზე გააკეთონ დასკვნა სხვადასხვა პროფესიებში წილადების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.- „ სიზუზტე მართლაც ასეთი მნიშვნელოვანია?“
·
თანატოლებთან ერთობრივ თანამშრომლობას ჯგუფური მუშაობისას.
·
პროექტის მიმდინარეობის პროცესში შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს
·
საგაზეთო სტატიების, ბუკლეტების მომზადებას, რაც უზრუნველყოფს მოძიებული ინფორმაციის და ჩამოყალიბებული იდეების დემონსტრირებას.
11. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო: სამი კვირა
პროექტი - მათემატიკა ყოფა-ცხოვრებაში
პროექტის მთავარი იდეა:
მარტივი მათემატიკური გამოთვლების გამოყენება ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ,რომ ბუნებაში ყველაფერი ციფრებით და გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებმა გაითავისონ,რომ მათემატიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ისინი გაუზიარებენ თავის აზრებს სხვებს,რათა შეიყვარონ მათემატიკა.მნიშვნელოვანი არის ცხრილების და დიაგრამების აგება კომპიუტერში,რაც თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა ძიების უნარი. დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების გამოსახვას ცხრილების და დიაგრამების სახით.მოსწავლეები დაინახავენ რა კავთირი აქვს მათემატიკას ყოველდღიურ ცხოვრებასთან.პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენებენ მათემატიკაში შესწავლილ თემებს.გაიზრდება მათი მოტივაცია საგნის სწავლების მიმართ.
მოსწავლეთა ასაკი: IX -კლასი
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ქაღალდი.კალმები,მარკერები.ისტ-ი,სახაზავი ტრანსპორტი,საექსკურსიო თანხა(ტრანსპორტის,კვების,სასტუმროს ხარჯები)
პროექტის მსვლელობა:
კლასი იყოფა 2-ჯგუფად,მიეცემათ დავალებები.
დავალება1თითოეულმა ჯგუფმა გამოკითხოს თავისი ჯგუფის წევრებს და მშობლებს სად სურთ ექსკურსიის მოწყობა.შეაჯამონ შედეგები და წარმოადგინონ დიაგრამებით.
დავალება2
ექსკურსიის მარშუტისათვის ჯგუფმა აწარმოოს ხარჯთაღრიცხვა(ტრანსპორტის,კვების სასტუმროს ხარჯი)ხარჯთაღრიცხვის შედეგები გაეცნობა მშობლებს.ექსკურსიაზე წასვლის წინ კლასი იყოფა 2-ჯგუფად და ეძლევათ დავალება.
ჯგუფი1
ექსკურსიის მსვლელობისას გადაიღონ სურათები,მოიძიონ სიმეტრიის მაგალითები.ექსკურსიის დამთავრების შემდეგ მოამზადონ პრეზენტაცია.
ფგუფი2
ექსკურსიის დასრულების შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინოს პრეზენტაცია,რითაც შთაბეჭდილებას გაუზიარებენ სხვა სკოლის მოსწავლეებს.აღწერენ
მათემატიკაში ნასწავლი თეორიული მასალიდან,რომელი საკითხი და როგორ გამოიყენეს ექსკურსიის დაგეგმიდან განხორციელებამდე.
საგნებთან კავშირი:მათემატიკა,ისტორია,ხელოვნება ისტ-ი.
მარტივი მათემატიკური გამოთვლების გამოყენება ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ,რომ ბუნებაში ყველაფერი ციფრებით და გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებმა გაითავისონ,რომ მათემატიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ისინი გაუზიარებენ თავის აზრებს სხვებს,რათა შეიყვარონ მათემატიკა.მნიშვნელოვანი არის ცხრილების და დიაგრამების აგება კომპიუტერში,რაც თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა ძიების უნარი. დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების გამოსახვას ცხრილების და დიაგრამების სახით.მოსწავლეები დაინახავენ რა კავთირი აქვს მათემატიკას ყოველდღიურ ცხოვრებასთან.პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენებენ მათემატიკაში შესწავლილ თემებს.გაიზრდება მათი მოტივაცია საგნის სწავლების მიმართ.
მოსწავლეთა ასაკი: IX -კლასი
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ქაღალდი.კალმები,მარკერები.ისტ-ი,სახაზავი ტრანსპორტი,საექსკურსიო თანხა(ტრანსპორტის,კვების,სასტუმროს ხარჯები)
პროექტის მსვლელობა:
კლასი იყოფა 2-ჯგუფად,მიეცემათ დავალებები.
დავალება1თითოეულმა ჯგუფმა გამოკითხოს თავისი ჯგუფის წევრებს და მშობლებს სად სურთ ექსკურსიის მოწყობა.შეაჯამონ შედეგები და წარმოადგინონ დიაგრამებით.
დავალება2
ექსკურსიის მარშუტისათვის ჯგუფმა აწარმოოს ხარჯთაღრიცხვა(ტრანსპორტის,კვების სასტუმროს ხარჯი)ხარჯთაღრიცხვის შედეგები გაეცნობა მშობლებს.ექსკურსიაზე წასვლის წინ კლასი იყოფა 2-ჯგუფად და ეძლევათ დავალება.
ჯგუფი1
ექსკურსიის მსვლელობისას გადაიღონ სურათები,მოიძიონ სიმეტრიის მაგალითები.ექსკურსიის დამთავრების შემდეგ მოამზადონ პრეზენტაცია.
ფგუფი2
ექსკურსიის დასრულების შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინოს პრეზენტაცია,რითაც შთაბეჭდილებას გაუზიარებენ სხვა სკოლის მოსწავლეებს.აღწერენ
მათემატიკაში ნასწავლი თეორიული მასალიდან,რომელი საკითხი და როგორ გამოიყენეს ექსკურსიის დაგეგმიდან განხორციელებამდე.
საგნებთან კავშირი:მათემატიკა,ისტორია,ხელოვნება ისტ-ი.
No comments:
Post a Comment